logo
ENG



"ლოკალური ომის ქარტია" - მდინარაძე ზურაბიშვილის ინიციატივაზე

26 მაი 202422:48
3 წუთის საკითხავი
 
"ლოკალური ომის ქარტია" - მდინარაძე ზურაბიშვილის ინიციატივაზე

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას "ლოკალურ ომის ქარტიას" უწოდებს.

მდინარაძე წერს:

"გუშინ და დღეს გავრცელებული ინფორმაცია დეტალურად დადასტურდა: მიღებული დავალების შესაბამისად სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია, რომლის მიხედვითაც ხალხმა ხმა ნაცებს უნდა მისცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას ნაცებს, ომს და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნაცები ნამდვილ დემოკრატიულ და ევროპულ რეფორმებს ზუსტად ერთ წელში მორჩებიან და ამის შემდეგ კვლავ ჩაატარებენ ახალ, ათასჯერ დემოკრატიულ და უაღრესად გამჭვირვალე არჩევნებს.

გაწმენდენ უწყებებს ხალხის მტრებისგან, ხოლო დროებით მთავრობას პოლიტიკოსებს არ გააკარებენ. გეგმა კი თავის მხრივ ევროკავშირის წევრობას უზრუნველყოფს. წარმოუდგენელია ეჭვი შეიტანო რომელიმე სიტყვაში".

ზურაბიშვილმა პარტიებს სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია და მის გარშემო გაერთიანება შესთავაზა. ამ დროისთვის გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ქარტიას ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უერთდება.


close დახურვა